ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა მარგველაშვილია

საქართველო, თბილისი - 13:13 | 08.09.2016
ნანახია: 1661

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის უველაზე დიდ შეცდომად გიორგი მარგველაშვილს მიიჩნევს, ამის შესახებ მან ზუგდიდში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„არ მინახავს, ამ ასაკის კაცი დიამეტრულად იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა. საკუთარ თავთან გარკვეევაშია ეს კაცი დღემდე და ეს პრობლემა ვერ გავითვალისწინე. ოდესღაც გამოაცხადა, ივანიშვილთან ვარ დაპირისპირებაში, რადგან შევედი პრეზიდენის სასახლეშიო. არავითარ შემთხვევაში ის საკუთარ თავთან არის დაპირისპირებაში. როცა მოვიდა, იყო ერთი ტიპის მარგველაშვილი და დიამეტრულად საპირისპირო გახდა. ასეთ ასაკში ასეთი კაცი სხვა არ მინახავს, ასეთი შეცდომა არ მინახავს“,-განაცხადა ივანიშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე