ყველაზე მეტი მხარდამჭერი “ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:16 | 08.09.2016
ნანახია: 1444

გამოკითხვებით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი “ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

“ბრძოლა 2012 წელს გავიარეთ და იმედი მაქვს, ბრძოლის ნაცვლად ახლა კულტურულ არჩევნებს ჩავატარებთ. ზუგდიდში კორცხელის ინციდენტზე გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ის მანქანები, რომელშიც ხელკეტები იდო, კარგად ჩანდა. პროფესიონალები არიან პროვოკაციის დაგეგმვაში, “ქართულ ოცნებას" მართებს დიდი სიფრთხილე. კამერები უნდა იყოს ძალიან ბევრი ამ არჩევნებზე, ისევე როგორც იყო 2012 წელს. სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პოლიციიდან მოდიოდა ძალადობა. ასეთი დღეს ღარ ხდება, თუმცა ფხიზლად უნდა იყოს თითოეული ამომრჩეველი“, - განაცხადა ივანიშვილმა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე