იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის

საქართველო, თბილისი - 18:28 | 07.09.2016
ნანახია: 3124

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო ნატოში აუცილებლად გაწევრიანდება, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება არ შეუძლია.

„არც ერთი სხვა მხარეს არ გააჩნია არც ვეტოს, არც ამ პროცესში ჩარევის უფლება. ამას რეგულარულად ესმევა. ხაზი ნატო-ს მხრიდან კარი ღიაა, მრავალჯერ მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატო-ს გაფართღოების პროცესი არ მოსწონს, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას 28-დან 29 წევრის მიმართულებით. ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს კარი ღიაა გაფართოების მიმართულებით. აღნიშნული ეხება საქართველოსაც. ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში, მე ვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში და  კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე