საქართველოს გააჩნია ყველა ის ისნტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 16:20 | 07.09.2016
ნანახია: 1192

„როგორც ასპირანტ ქვეყანას საქართველოს გააჩნია ყველა ის ისნტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის და ნატო ერთგულია საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გზაზე,“ - ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის წევრებს.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მალდობა გადაუხადა და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი მიულოცა.

“ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში.მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს შესანიშნავი მასპინძლობისთვის. მოხარული ვართ აქ ყოფნით და თქვენთან შეხვდრით. მსურს მადლობა გადახიდაოდთ, რომ მასპინძლობთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას და ასევე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მოგილოცოთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე