ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 07.09.2016
ნანახია: 1477

ქუთაისში მსოფლიო რეკორდსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ლაშა ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ოლიმპიური ჩემპიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე