თენგიზ ფხალაძე - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას

საქართველო, თბილისი - 15:10 | 07.09.2016
ნანახია: 1211

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტი კიდევერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას.

„ჩრდილოატლანტიკური საჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად დროულად მოხდეს იმ შეთანხმებების იმპლემენტაცია, რომელიც მიღწეულ იქნა ვარშავის სამიტზე. 

ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრების ფართო სპექტრს, რომლებზე განხილული იქნება აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მნიშველოვანია ნატო - საქართველოს ურთიერთობებისათვის.

ნატო - საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია. რადგან, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტებიარაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება და ამავე დროს, ეს საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს, საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილიშეაქვს საერთო უსაფრთხოებაში", - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი, შედიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები. ნატო-საქართველოსკომისიის სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ხვალ დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტი გენერალურ მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებს.

გაიმართება ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატო-ს მუდმივ წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე