ვაჟა-ფშაველას III კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია იწყება - შეხვედრა მოსახლეობასთან

საქართველო, თბილისი - 15:08 | 07.09.2016
ნანახია: 1352

ვაჟა-ფშაველას III კვარტალში, მე-18 და 26-ე კორპუსებს შორის მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. დაგეგმილი რეაბილიტაციის დეტალები ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ გააცნო.

პროექტის თანახმად, სკვერში მოეწყობა ბილიკები, გამოიცვლება ბორდიურები, სკამები და საქანელები. საერთო ჯამში, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვაკის რაიონში 29 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე