ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე

საქართველო, თბილისი - 14:28 | 07.09.2016
ნანახია: 1518

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციით,  დაახლოებით ერთი საათის წინ ტექდათვალიერების გასავლელად მიმავალ სამარშუტო ტაქსს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში მძღოლის გარდა არავინ არ იმყოფებოდა.

„შეჯახებამ ასევე გამოიწვია გზის სავალი ნაწილიდან სატვირთო ავტომობილის გადატრიალება. მსუბუქად დაშავებულია ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი", - აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსში".





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე