საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:33 | 06.09.2016
ნანახია: 1960

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს, - ეს განცხადება "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

„მანამ, სანამ საქართველოს ნატოს წევრობა გახდება რეალური, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და დაცვისთვის აუცილებელი ამოცანა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე