"თავისუფალმა დემოკრატებმა" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველო, თბილისი - 18:07 | 06.09.2016
ნანახია: 1311

"თავისუფალმა დემოკრატებმა" ცენტრალურ ოფისში სამი რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ახალციხე-ადიგეში პარტიას იურისტი შალვა გოგოლაძე წარადგენს, ხობში - რამაზ ტყებუჩავა, თეთრიწყაროს რაიონში კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ვაჟა ბექაური იქნება.

ირაკლი ალასანიას თქმით, კანდიდატები საკუთარი მაჟორიტარულ ოლქებში საქმიანობას ხვალიდან დაიწყებენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე