პრემიერი: მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება
საქართველო, თბილისი - 16:04 | 06.09.2016 ნანახია: 1436
საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე– „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" განაცხადა.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიას "მაკეინის ინსტიტუტის" დირექტორი დევიდ კრამერი უძღვებოდა. ამერიკელი ანალიტიკოსი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდეს, რაც მისი თქმით, გააძლიერებს პროდასავლურ სულისკვეთებას მოსახლეობაში და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს არ მისცემს რიტორიკის წარმართვის შესაძლებლობას.
„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება, რაც დაემატება და შეავსებს ჩვენს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დღეს მცირე მეწარმეებისთვის არც თუ ისე იოლია ევროპაში მოგზაურობა, რის გამოც შეფერხებულია მათი საქმიანობა. ასე რომ, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს. ჩვენ დარმუნებულნი ვართ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა და მოთხოვნა და ჩვენ ვიმსახურებთ უვიზო მიმოსვლას. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაცია ძალაში შევა იმაზე ადრე, ვიდრე ამას კომისარი ჰანი ვარაუდობს. დიდ მადლობას მოვახსენებ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს, რომელმაც გუშინ „მწვანე" აუნთო საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შემდგომ დისკუსიებს. გამოვთქვამ იმედს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის სრულად შემოღებამდე. მეორე მხრივ, ეს არის შემდგომი დისკუსიის თემა. საქართველოში პროდასავლური სულისკვეთების გასაღვივებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, მენდეთ, ამას არ ვამბობ ჩემი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური განწყობის ასამაღლებლად და ანტიევროპული ძალების მიერ თავიანთ კამპანიაში ამ დროებითი შეფერხების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის,"–აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებით. გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე.
"რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე. რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს.კამერამ გადაიღო მკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე,მმართველი პარტიის იმიჯზე. ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მისი გადაკვეთის გარეშეც კი, როდესაც ისინი საქონელსმწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და გრძელვადიანი გამოსავლის ძიება, რაც სრულიად გამორიცხავს კომპრომისს სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„როდესაც ვამბობთ „სუვერენიტეტს", ჩვენ ვგულისხმობთ ქართველი ხალხის, ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას დასავლურ გზასთან დაკავშირებით. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, რადგანაც ის ასახავს ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს არაერთხელს სხვადასხვა გამოკითხვისა თუ კვლევის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია, რუსეთის გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ კიდევ ერთ კონფლიქტში და ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ გართულებას, განსაკუთრებით სამხედრო ხასიათის გართულებას, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. რასაკვირველია, ურთიერთობები ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ ურთიერთობებში დაძაბულობის შემსუბუქების ინსტრუმენტები, რათა შეიქმნას საფუძველი პრობლემების გრძელვადიან ჭრილში გადაჭრისთვის, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით,"–განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თემაზე, ისაუბრა რეგიონული მნიშვნელობის ენერგოპეროეტებზე და ხაზი გაუსვა ენერგოსექტორში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და მას შეუძლია მიაღწიოსსტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს. მანვე სპეკულაციური უწოდა „გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ენერგოსექტორში ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან" ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგანგვაქვს კარგი ურთიერთობები „სოკართან". ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორცწარსულში ვნახეთ, „გაზპრომის" გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ასევე შეაფასა საქართველოში არსებული მედიაგარემო და უპასუხა შეკითხვას ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედიასივრცე და არ მოხდეს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიასივრცე იქნას უზრუნველყოფილი. ყველას შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება მედიაგარემოში, რაც იყო წლების წინ დაახლა. გასულ წელს ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და მოქმედი კანონმდებლობით დღეს 10 დღე სჭირდება ახალი არხის გახსნას. „რუსთავი 2" საქმეს რაცშეეხება, მას გააჩნია ორი განზომილება. პირველი - მფლობელობის და ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში და მეორე განზომილება არის მედიის თავისუფლება.მე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე ამ არხის მიმართ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს. შევთავაზეთ ასევე მედიასაბჭოს შექმნა. თუვინმეს აინტერესებს „რუსთავი 2"-ის შენარჩუნება ისე როგორც ის არის დღეს, ეს არის პირველ რიგში მთავრობა", - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმაზე. მისი თქმით, სამთავრობო რეფორმების გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკური რეფორმები, განათლების სისტემის რეფორმირება, მმართველობის ფუნდამენტურიცვლილება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება.
პოლიტიკა
- არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია - გია ვოლსკი
- დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს სთავაზობ ქრთამს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან? - კახა კალაძე ხაბეიშვილის დაკავებაზე
- ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით, ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას - პეტრე ცისკარიშვილი
- რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი
საზოგადოება
- 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
სამართალი
- ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
მსოფლიო
- საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი
- თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
- ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ვოლვო, ჯილი, ზიკერი - ახალი ენერგია რეგიონში - რა გეგმები აქვს მანანა ხინაშვილს გენერალური დირექტორის პოსტზე
- World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება