ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 06.09.2016
ნანახია: 1684

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის" მხირდან მოსალოდენლ როვოკაციებზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმთ, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ.

"როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამ პროვოკაციების განხორციელებისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ, როგორც  უშუალოდ, პარტიის სტრუქტურები, ასევე "თავისუფალი ზონა" და მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები. "ნაციონალურ მოძრაობას"  მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელს გამოიყენებენ მათ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული. ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა, ყველანაირი გართულების თავიდან აცილება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნეზე, როგორც მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად", - აცხადებს კობახიძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე