ირაკლი ალასანია საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 13:43 | 06.09.2016
ნანახია: 1324

''თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერი ირაკლი ალასანია სასტუმრო ''რუმსში'' საერთაშორისო კონფერენციაზე: „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ"სიტყვით გამოვიდა. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა : საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება; ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკარეგიონში; დემოკრატია საფრთხის ქვეშ და რეგიონული პერსპექტივა; მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში; რუსეთის საფრთხე; გამოცდილების გაზიარება, როგორ გაწევრიანდნენბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირში; ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგები. კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი; პრემიერ-მინისტრი; იენსსტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივანი; ბენ ჰოდჯესი, აშშ-ს ევროპის არმიის სარდალი; იან კელი აშშ ელჩი საქართველოში; დუგლას ლუტი აშშ ელჩი ნატოში და სერ ადამ ტომსონი დიდიბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში; თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების'' გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე