ქუთაისის ქუჩა რამდენიმე დღეში გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 13:39 | 06.09.2016
ნანახია: 1356

ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ მომენტისათვის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი იგება.უკვე დასრულდა საფეხმავლო ტროტუარებისა და ბეტონის ბორდიურების რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი. სამუშაოები 3500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუთაისის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის მოძველებული 880 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ასევე, წყალარინებისქსელის 200 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი განაახლა. წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისათვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. აღნიშნული ღონისძიებები ქუთაისის ქუჩის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, ქუთაისის ქუჩა 25 ივლისს გადაიკეტა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტებიდროებით შეიცვალა.

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე