44 მომხრე, 5 წინააღმდეგი - ლიბეს კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

საქართველო, თბილისი - 20:52 | 05.09.2016
ნანახია: 1240

ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა დასრულდა. კენჭისყრაში 49 დეპუტატი მონაწილეობდა, მათგან 44-მა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურას 5 კი წინააღმდეგი წავიდა. 

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამმხრივ დისკუსიას გამართავენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. სამი ინსტიტუტის მიერ კონსენსუსის მიღწევისას ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ევროპარლამენტში უახლოესი სესიები ჩანიშნულია 12-15 სექტემბერს, 3-6 ოქტომბერს და 24-27 ოქტომბერს.

ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცებით შემთხვევაში საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე