სოფელ კარდენახში მგლის ხროვამ 61 სული ცხვარი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 18:18 | 05.09.2016
ნანახია: 2231

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მგლის ხროვამ გაიოზ ჩალათაშვილის კუთვნილი 61 სული ცხვარი თითქმის სრულად გაანადგურა, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

როგორც ფერმერი ამბობს, მტაცებელი ფარას დღეს დილით გამთენიისას, იმ დროს დაესხა თავს, როცა ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს აბალახებდა და მგლის თავდასხმას იგი შემთხვევით გადაურჩა.

დაზარალებული აცხადებს, რომ მიყენებული ზიანი 10 000 ლარამდე აღწევს და ხელისუფლებისგან ანაზღაურებას ითხოვს.

კარდენახელები ამბობენ, რომ სოფელში მტაცებლის შემოსევები გახშირდა, ისინი პრევენციისთვის სამონადირეო ჯგუფების შექმნას მოითხოვენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე