სალომე სამადაშვილი: "ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში

საქართველო, თბილისი - 13:08 | 05.09.2016
ნანახია: 3524

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ქართველი ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი და რომლის წაგებაც არჩევნებში გარდაუვალია, გადაწყვეტილი აქვს წინასაარჩევნო პროცესი აბსრუდული ბრალდებებით წარმართოს.

"ესეთი ბრალდება მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს, ქართული ოცნება დარწმუნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს და ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე