გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 05.09.2016
ნანახია: 1476

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას დღეს ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,პრემიერი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე