გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 05.09.2016
ნანახია: 1459

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს. 15-წევრიან საკრებულოში იმპიჩმენტში მონაწილეობა 13-მა დეპუტატმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 10-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია. იგი საკრებულოს თავმჯდომარედ იანვრის თვეში აირჩიეს. 

გორის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს უახლოეს სხდომაზე აირჩევენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე