თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:51 | 01.09.2016 ნანახია: 1846
თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ბელარუსის 150 მსხვილი კომპანიის პროდუქციასთან ერთად, ქართულ–ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს ქართველი და ბელარუსი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას და სავაჭრო და ტურისტული საქმიანობის გაღრმავებას. გიორგი კვირიკაშვილმა ორივე ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად, 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაასახელა.
“ამ გამოფენის იდეა ჩაისახა 2015 წლის აპრილში, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას და ახალი იდეების დაბადებას ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შორის. ასევე მისასალმებელია, რომ ამ გამოფენის პარალელურად ჩატარდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი, დადებითი დინამიკა ბევრი მიმართულებით, ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. დავისახეთ ამოცანა, რომ 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობა უნდა გავზარდოთ 200 მილიონ დოლარამდე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“–აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მანქანებისა და ტრაქტორების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირებას და დაგეგმილია მსგავსი საწარმოების შექმნა სხვა მიმართულებითაც.
„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარიბატონ მიხაილ რუსისთან, თუ როგორ უნდა გავაფართოოთ ეს წარმოება სხვა სახეობების მიმართულებით და ასევე სერვისის მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან წარმატებული ტექნოპარკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა– სტარტაპის დამწყები ბიზნესის დაფინანსების მოდელი დიდწილად ნაკარნახევია იმ ძალიან წარმატებული გამოცდილებით, რომელიც ბელარუსის ტექნოპარკს გააჩნია. აღნიშნული ტექნოპარკი მოვინახულეთ ჩვენი ვიზიტის დროს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენისთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები იაქტიურებენ და დაამყარებენ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს კონტაქტს. მინდა, ასევე მივესალმო საქართველოს საელჩოს მხრიდან მინსკში ჩატარებულ თბილისობის ღონისძიებას, რომელსაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში გამართული ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის მნიშვნელობა ასევე შეაფასა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ. მისი თქმით, გამოფენა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას.
„ყველა ამოცანა, რაც ჩვენს წინაშე დგას, აუცილებლად შესრულდება. ბელარუსის და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები თანხვედრაშია და ავსებს ერთმანეთს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სახით ვხედავთ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდით გვიდგას და მხარს გვიჭერს,“–აღნიშნა მიხაილ რუსიმ სიტყვით გამოსვლისას.
ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს შორისაა საქართველო-ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები. გამოფენა მოიცავს ბელარუსული პროდუქციისა და მომსახურების ფართო სპექტრს: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















