თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 01.09.2016
ნანახია: 2219

თბილისის მერია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, თითქოსდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებზე დედაქალაქის მერიის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა და თბილისის მერია ბაღების პედაგოგებს ავსებინებს კითხვარს მათი პოლიტიკური შეხედულებების გასარკვევად.

"ეს არის მორიგი სიცრუე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან და ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მოძველებული და არაეფექტურიმეთოდებით.

ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ისევე როგორც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სხვასტრუქტურული ერთეულები,იცვლის მომსახურე ბანკს დაგადადის თი-ბი-სი ბანკის მომსახურებაზე. შესაბამისად, ბანკი, მერიისგან დამოუკიდებლად,სააგენტოს თანამშრომლებს ავსებინებს სტანდარტულ კითხვარს. 

დღეს ყველას კარგად ესმის, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გაორმაგებული ძალებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით პოლიტიკური ქულების დაწერას და მოვუწოდებთ, რომ პატივისცენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და აღნიშნულის ნაცვლად ენერგია მიმართონქვეყნისა და ქალაქის სასიკეთოდ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისაკენ", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე