ნინო ბურჯანაძის პარტიას გენერალური მდივანი ტოვებს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 01.09.2016
ნანახია: 1416

ნინო ბურჯანაძის პარტიას „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“ გენერალური მდივანი ტოვებს. ზაზა ვეკუამ ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "დემოკრატიული მოძრაობიდან" მიდიან თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც.

ნინო ბურჯანაძის პარტიის უკვე ყოფილი გენერალური მდივანი პარტიის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს იმ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობასთან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ჰქონდა.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემოკრატიული მოძრაობიდან მიდიან თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე