საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 22.09.2015
ნანახია: 2310

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 21 სექტემბრის N385 ბრძანების საფუძველზე, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას ასევე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2003-2004 წლებში, მიხეილ ჯანელიძე სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და კველვის ცენტრში საქმიანობდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე