თბილისში, ტაქსის კომპანია Yandex Taxi-ის მძღოლს სცემეს

საქართველო, თბილისი - 11:55 | 01.09.2016
ნანახია: 2360

რუსული ტაქსის კომპანია Yandex Taxi-ის ერთ-ერთ მძღოლს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი კლიენტი არ ყოფილა და ის გაჩერებულ მანქანაში დაესხა თავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული წვრილმანი ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული.

ცნობისათვის, კომპანიას მოსახლეობა ,,ოკუპირებული ტერიტორიებისშესახებ" კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგანაც Yandex Taxi-ის რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ქვეყნებად არის აღნიშნული.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე