დღეს, შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 01.09.2016
ნანახია: 1470

დღეს, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება, მის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. 

სამგლოვიარო ცერემონიალი სწორედ იმ ადგილზე გაიმართება, სადაც სამხედროები დაიკარგნენ. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან. 

დაღუპული სამხედროების ძებნის ოპერაცია გუშინ შეწყდა, შავ ზღვაში სამუშაოები შეწყვიტა თურქულმა ხომალდმაც. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე