„პარტიზანი მებაღეების“ წევრებმა თბილისის მერიის შენობასთან კარავი გაშალეს

საქართველო, თბილისი - 20:19 | 31.08.2016
ნანახია: 1332

„პარტიზანი მებაღეების“ წევრებმა თბილისის მერიის შენობასთან კარავი გაშალეს. 

მერიასთან კარვის გაშლის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიეცათ. საქალაქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმართა.

როგორც თბილისის მერიასთან მისულმა „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნა იყო, შეხვედრაზე მათი ორგანიზაციის ხუთი წევრი დაეშვათ. მისივე თქმით, ეს პირები სხვადასხვა პროფესიის არიან და შეხვედრაზე ხუთ სხვადასხვა მიმართულებაზე უნდა ესაუბრათ. კერძოდ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციასა და გამწვანების საკითხებზე. ფერაძის განმარტებით, ვინაიდან მათი ორგანიზაციის ხუთ წევრზე საშვი არ დაუშვეს, შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე