ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

საქართველო, თბილისი - 14:30 | 31.08.2016
ნანახია: 1324

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის  დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 87 027 ლარია.   სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მუზეუმთან მისასვლელი ასფალტის საფარიანი გზა დაიგო, მოეწყო ტროტუარი და მოწესრიგდა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია.  ამ ეტაპზე ტროტუარისა და გვერდულების ბეტონის დეკორატიული ფილებით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე