ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ შველი დააფიქსირა, რომელსაც უცნაური რქები აქვს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 13:19 | 31.08.2016
ნანახია: 1599

მამრი შველი უცნაური რქებით ფოტომახემ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დააფიქსირა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რქების არასტანდარტული განვითარების მიზეზი  პარაზიტებია და შველი ასეთი რქებით ბუნებაში ძალიან იშვიათია.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტომახეების დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე