დღეიდან ტრანსპორტის მოძრაობა ნაფარეულის ქუჩაზე აღდგენილია

საქართველო, თბილისი - 12:25 | 31.08.2016
ნანახია: 1259

დღეიდან ტრანსპორტის მოძრაობა ნაფარეულის ქუჩაზე აღდგენილია. ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა. კაპიტალურად შეკეთდა გზის მონაკვეთი ფალიაშვილიდან ბარნოვის ქუჩამდე.
პროექტის მეორე ეტაპზე კი საგზაო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირის და ნაფარეულის ქუჩის კვეთიდან ფალიაშვილის ქუჩამდე ჩატარდა. გარდა ამისა, მოასფალტდა ჭავჭავაძის #12-ის, ნაფარეულის #2-ის და #11-ის ეზოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ჯეო სერვისმა" შეარულა. რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა გაეცნო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე