გერმანული მედია: გერმანიის დაზვერვის სამსახური აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტს უსმენდა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 16.10.2015
ნანახია: 2008

გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახური (BND) აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტს უთვალთვალებდა. ამის შესახებ გერმანული ჟურნალი Focus-ი წერს.

გამოცემის ცნობით, თვალთავლის მიზანი ავღანეთში ამერიკული სამხედრო ბაზების შესახებ ინფორმაციების მოპოვება იყო.

უკანასკნელ ხანს BND-ს გარშემო ეს პირველი სკანდალი არ არის. მანამდე გერმანიის სადაზვერვო სამსახური ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისა და აშშ-ს სახელმწიფო დაწესებულებების მოსმენაში ამხილეს.

ხელისუფლებამ შექმნა კომისია, რომელიც BND-ს მონაცემების ბაზას ინსპექტირებას გაუწევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე