პუტინი: ”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს 5-დან 7 ათასამდე დსთ-ს მოქალაქე იბრძვის

საქართველო, თბილისი - 12:33 | 16.10.2015
ნანახია: 1883

”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს დსთ-ს ქვეყნების 5-დან 7 ათასამდე მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა ყაზახეთში მიმდინარე დსთ-ს სამიტზე განაცხადა.

”სხვადასხვა მონაცემებით ”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ხუთიდან შვიდი ათასამდე რუსეთისა და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქე იბრძვის. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავუშვებთ, რომ სირიაში მიღებული გამოცდილება მათ შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გამოიყენონ”, - განაცხადა პუტინმა

რუსული ავიაცია ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს 30 სექტემბრიდან ბომბავს. თუმცა დასავლეთი მას ასადის მხარდაჭერაში ადანაშუალებს და აცხადებს, რომ რუსეთი ავიაიერიშებს ისლამისტების ნაცვლად ოპოზიციის წინააღმდეგ ახორცილებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე