საშენ მეურეობაში ნამყენი ფსტის პლანტაციები გაშენდება

საქართველო, თბილისი - 12:47 | 29.08.2016
ნანახია: 1299

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ირანელ ინვესტორებთან  ერთად, ეროვნულ საშენ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც   წითელი ნუსხის იშვიათი სახოების  ხე-მცენარეები, გარეულ ფრინველთა ონიტოფერმა   დაათვალიერეს და მათ შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

მინისტრმა ინვესტორებს არიდულ ზონებში ნამყენი ფსტის პლანტაციების გაშენების პერსპექტივა გააცნო, ასევე წითელი ნუსხის სხვადასხვა სახეობების მცენარეების გამოყვანაზეც ესაუბრა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დირექტორი  გიორგი სანადირაძე და საშენი მეურნეობის ხელმძღვანელი რევაზ ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე