საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული რაჭიდან მიულოცა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 28.08.2016
ნანახია: 1403

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

,,რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული. გილოცავთ მარიამობას!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ბარაკონის ტაძარში საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე