სოფელ ველისციხეში მდ. ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 17:01 | 25.08.2016
ნანახია: 1360

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სოფელ ველისციხეში, მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოების ამსახველ ფოტორეპორტაჟს  გთავაზობთ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მდ. ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ტარდება.  აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირი წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პერიოდში ინტერნსიურად ირეცხებოდა, რაც ეროზიებს იწვევდა და საფრთხეს უქმნიდა  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგრადობას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 286 მ. სიგრძის, დატბორვისა და ეროზიის საწინააღმდეგი გაბიონი, რომელიც დაიცავს  ნაპირის და  სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემას.

პროექტის ღირებულება 399 499 ლარია ნაპირსამაგრი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე