ვაკის რაიონში კიბეების მშენებლობა განხორციელდა და მიმდინარეობს 40 მისამართზე

საქართველო, თბილისი - 13:37 | 25.08.2016
ნანახია: 1333

ვაკის რაიონში გრძელდება საფეხმავლო კიბეების მშენებლობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში რაიონში კიბეების მშენებლობა განხორციელდა და მიმდინარეობს 40 მისამართზე. 2015 წელს აშენდა 22 საფეხმავლო კიბე.

მიმდინარე წლის ბოლომდე კორპუსებს შორის, ფერდობიან მონაკვეთებზე 14 კიბე აშენდება, ხოლო ამ ეტაპზე სამუშაოები 6 მისამართზე მიმდინარეობს, 4 კიბის მშენებლობა კი უკვე დასრულებულია. მიმდინარე და დასრულებული კიბეების მშენებლობაზე 229 179 ლარი გამოიყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე