27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 25.08.2016
ნანახია: 1272

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 74%-ზე მეტს შეადგენს.

სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო 4000-მდე პირველკურსელი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელწიფო სრულად აფინანსებს.

აბიტურიენტები შედეგების ნახვას 12:00 საათიდან შეძლებენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე