ტრადიციული რეწვის პავილიონი მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 25.08.2016
ნანახია: 1367

დღეს, ევროპის მოედანზე ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სპეციალურ პავილიონში წარმოდგენილი გამოფენა მთავრობის თავმჯდომარემ ოჯახთან ერთად დაათვალიერა. გამოფენაგანსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან ტრადიციული რეწვის ნიმუშები თანამედროვე ბაზრისშესაბამისად იყო წარმოდგენილი და ასეთი პროდუქციის შექმნაში აჭარაში მცხოვრებ ტრადიციული რეწვისოსტატებს სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დაეხმარნენ.

გამოფენა-გაყიდვა წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა დასპორტის სამინისტროს ინიციატივით „სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციისგანვითარების პროექტის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტში ამ ეტაპზე ტრადიციული რეწვის 20-ზე მეტიოსტატი იყო ჩართული აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

სექტემბრის თვეში აღნიშნული პროდუქცია უკვე ქალაქ თბილისში გამოიფინება. რეწვის ოსტატებს უკვეჩაუტარდათ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 5 ტრენინგი. გარდა ამისა, პროექტისფარგლებში ჩატარდა ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 4 დარგობრივი ვორკშოპი(სხვადასხვა მიმართულებით: კერძოდ, ხის მხატვრული დამუშავება, წნული, ქსოვა, ქარგვა, სამკაულებისდამზადება და სხვა)

აღნიშნულ ტრენინგებსა და ვორკშოპებზე დაყრდნობით ტრადიციული რეწვის პროდუქციის განახლებულიხაზი (დიზაინი, ფუნქციური ჯგუფები) შეიქმნა. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებულიკომპანია - „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია"





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე