კვირის ბოლომდე 5 სტადიონის შეკეთება დასრულდება

საქართველო, თბილისი - 17:05 | 24.08.2016
ნანახია: 1343

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე 44 სტადიონი შეკეთდა.

2015 წელს ჩატარდა 16 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რაზეც 572214.95 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 სტადიონზე შესრულდა. სამუშაოებზე 721 115 ლარი დაიხარჯა. კვირის ბოლომდე კიდევ 5 სტადიონის შეკეთება დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე