ძველ თბილისს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 16:38 | 24.08.2016
ნანახია: 1471

დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება. კრწანისის რაიონის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, მწვავედ ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სახლის მობინადრეებთან ერთად გაეცნო. ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმდროინდელი თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშიაა, 1800-იანი წლების I ნახევარს განეკუთვნება.

გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად გამაგრდება სახლის საძირკველი, პირვანდელი სახით აღდგება ხის შუშაბანდი, რომელიც რესტავრაციის ჩასატარებლად შენობიდან მოიხსნა. ასევე, განახლდება ეზოს თაღოვანი გალავანი. ძეგლისრეაბილიტაციამომავალიწლისთვისდასრულდება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე