უკრაინა გაეროს არამუდმივ წევრად აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 16.10.2015
ნანახია: 2018

გაეროს წევრმა-სახელმწიფოებმა უკრაინა 2016-2017 წლებისთვის ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად აირჩიეს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ფარულ კენჭისყრაზე უკრაინას მხარი 177-მა ქვეყანამ დაუჭირა.

უკრაინის გარდა უშიშროების საბჭოს არამუმდივი წევრებად ასევე აირჩიეს ეგვიპტე, სენეგალი, ურუგვაი და იაპონია.

2016 წლის 1 იანვრიდან უკრაინა ორი წლით გაეროს უშიშროების საბჭოს 10 არამუდმივი წევრიდან ერთ-ერთი იქნება.

გაეროს უშიშროების საბჭო 15 სახელმწიფოსგან შედგება, აქედან 5 მუდმივი, 10 კი - არამუდმივი წევრია. საბჭოს რეზოლუციებზე ვეტოს დადების უფლება მხოლოდ მუდმივ წევრებს - აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აქვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე