პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 10:12 | 24.08.2016 ნანახია: 1704
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ 20 სტუდენტს შეხვდა, რომლებიც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ისინი შეიძენენ, ქვეყანას გამოადგება.
პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი ფაქტობრივად აღიარა ისეთმა პროგრამებმა, როგორიცაა „ფულბრაიტი"; თანადაფინანსების სქემაში ჩაერთო საფრანგეთი და სავარაუდოდ ანალოგიურ გადაწყვეტილებას გერმანიაც მიიღებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სწორი იყო გადაწყვეტილება, რომლითაც სტუდენტებს, სწავლის დასრულების შემდეგ, საჯარო სექტორში დასაქმების ვალდებულება მოეხსნათ.
„თუმცა, ჩვენ საჯარო სექტორში თითოეულ თქვენგანს მივესალმებით. უბრალოდ, არ გვინდოდა, ეს ვალდებულება ყოფილიყო, ვინაიდან, ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორში დაბრუნების შემთხვევაშიც თქვენ შექმნით მნიშვნელოვან ფასეულობას ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს არის ასევე დიდი გამოწვევა თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც ძალიან დიდი წარმატებით გაართმევთ თავს. როგორც საჯარო სექტორში, ისე კერძო სექტორში თქვენი მთავარი პრომოუტერები ვიქნებით ჩვენ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან დიდი შენაძენი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის, ისე ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდებს საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და, შემდგომი კომუნიკაციის მიზნით, ახლგაზრდებს პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართიც მისცა.
საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლევან ბატიაშვილი გამოვიდა წინადადებით, იმ სტუდენტებმა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, სადოქტორო ნაშრომის თემად საქართველო აირჩიონ. პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ იდეას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით ღრმა კვლევების განხორციელებას, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ, როგორც ინფორმაციის წვდომის, ადამიანური რესურსის დახმარების თვალსაზრისითაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამართლისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ზვიად აძინბაიას კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონცენტრირებას გეგმავს დაინტერესებულია სახელმწიფო პოლიტიკით ამ მიმართულებით. საქართველოს მთავრობის მეთაური მის იდეებს მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ასეთი ახალგაზრდების სახით, მთავრობას შესაძლოა, ჰქონდეს შესაძლებლობა, ააშენოს ახალი ხიდები აფხაზ ახალგაზრდებთან.
„ოკუპაციის პრობლემა მწვავე და მრავალგანზომილებიანია. ვმუშაობთ, მაგრამ აქცენტს გავაკეთებ უმთავრესზე - აფხაზების და ოსების დაბრუნებაზე, ჩვენს შორის ურთიერთობების აღდგენაზე. ჩვენ ვმუშაობთ საგზაო რუკაზე, როგორ აღვადგინოთ ხიდები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან და, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ის საერთო საჯარო განხილვის საგანი იქნება. ეს არის ძალიან სერიოზული საგზაო რუკა, რომელიც საკმაოდ თამამ ნაბიჯებს ითვალისწინებს. უფრო მეტად ამაზე არ დავკონკრეტდები, ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესში ვიმყოფებით და საკმაოდ რთული იქნება ყოველგვარი დეტალის გახმაურების გარეშე რამის დაანონსება. დამერწმუნეთ, ჩვენ გვაქვს განწყობა, გადავდგათ საკმაოდ თამამი ნაბიჯები, რათა აღვადგინოთ მრავალი წლის განმავლობაში ჩანგრეული, ჩამტვრეული ხიდები. თუ ჩვენ ძალიან თამამი ნაბიჯები არ გადავდგით, ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო დაგვაშორებს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სტატუსზე საუბარს ან სუვერენიტეტის რაიმე ელემენტების დათმობას - არავითარ შემთხვევაში. არის სხვა ძალიან კარგი იდეები, რომლებიც ძალიან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს ახლო პერსპექტივაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტზე სასწავლებლად მიემგზავრება ვიოლეტა ასლანოვა, რომელიც ელექტრონული მმართველობის სისტემით არის დაინტერესებული. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან საჭირო პროფესია და ისაუბრა მთავრობის ერთიანი ფრონტოფისის შექმნის კომპლექსური რეფორმის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სახლი დღეს ფიზიკურ პირებს უწევს, ყველა იურიდიულ პირზე გავრცელდება და ნებისმიერი სერვისის მიღება ფიზიკურად ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით იქნება შესაძლებელი. პარალელურად, შეიქმნება ციფრული სივრცე, სადაც, ელექტრონული მმართველობის პროგრამის პლატფორმის ქვეშ, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება.
პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ურჩია, გაანაწილონ დრო სწავლაზე, დასვენებასა და იმ ქვეყნის შეცნობაზე, სადაც მიემგზავრებიან, რათა საუკეთესო შედეგი მიიღონ.
„დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული. იცოდეთ, რომ თქვენი ქვეყანა გელოდებათ სულმოუთქმელად, როდის დაბრუნდებით და ჩაერთვებით იმ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების პროცესში, რომლის ძალიან სერიოზული გეგმები ჩვენს გუნდს აქვს. გპირდებით, დაგხვდებათ საქართველო, საზოგადოება, რომელიც იქნება ნაკლებად კონფრონტაციული, გაცილებით მეტად ორიენტირებული უკეთესი მომავლის შენებაზე. გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, როგორც განათლების, ისე ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალ ოთხ წელიწადში ვგეგმავთ, 5 მილიარდ დოლარამდე დამატებითი რესურსი დაიხარჯოს ქვეყნის მოდერნიზებაში და ეს იყოს არა ისეთი ფული, რომელიც პოპულისტურ პროექტებში დაიხარჯება, არამედ თითოეული დოლარი დაიხარჯოს ეკონომიკური უკუგების მქონე პროექტებში. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია და დამერწმუნეთ, ამ პროცესში ყველა თქვენგანის ცოდნა და გამოცდილება გამოსადეგი იქნება", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.
საუბარი, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე, არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი მიმდინარე წელს 134 სტიპენდიას გასცემს, რისთვისაც ჯამურად, 5,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამასთანავე, განათლების საერთაშორისო ცენტრი საგრანტო პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 130 ათასი ლარია. პროგრამის ფარგლებში, 7 ათას ლარამდე გრანტის მოპოვება იქნება შესაძლებელი.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















