სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 13:49 | 23.08.2016
ნანახია: 1289

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა სამგორის რაიონში მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი პროექტები დაათვალიერეს.

მიმდინარე წელს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში 13 ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გაამაგრა. საერთო ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.566.455 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სამგორის რაიონის გამგეობამ 4 მისამართზე წყალკანალიზაციის პრობლემა გადაჭრა, რაზეც 82157,91 ლარი დაიხარჯა.

დედაქალაქის მერია ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრებას აგრძელებს; მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება დაიწყება (ვარკეთილი 3 პირველი მ/რ, 24-ე კორპუსი, ვარკეთილი 3, 3-ე ა მ/რ, კორპუსი N321, ვარკეთილი 3, 3-ე ა მ/რ, კორპუსი N334).

ასევე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, დასუფთავების ღონისძიებების ფარგლებში, სამგორის რაიონიდან დიდი ოდენობით სამშენებლო ნარჩენი გაიტანა, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიას ქმნიდა ადგილობრივებისთვის, რაზეც დამატებით 150 000 ლარი დაიხარჯა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე