ალ. ყაზბეგის 20ა-სთან ახალი სკვერი მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 23.08.2016
ნანახია: 1240

ალ. ყაზბეგისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ახალი სკვერის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებიმოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, დაიგება ბალახის ბელტები, დაიდგმება ორმხრივი საპარკე სკამები და დამონტაჟდება ორიგინალური სანათები.

დაწყებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია აუცილებლად გამწვანდება.

„აქ არაფერი იყო, არც ბალახი, არც თუნდაც ერთი სკამი ჩამოსაჯდომად, მხოლოდ დამტვრეული ფილები და კიბის რამდენიმე საფეხური. სამუშაოები დავიწყეთ და სულ მალე აქ იქნება პატარა, მაგრამ ლამაზი მწვანე კუნძული ყაზბეგის გამზირზე. პროექტის მიხედვით, აქ 60 ძირი ტუიასა და 25 ღვიის ნერგი დაირგვება, დამონტაჟდება 15 ერთეული განათების ბოძი და ასევე, დადგება სრულიად ახალი ავტობუსის გაჩერების ჯიხური,“ - განმარტავს გამგებელი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფენიქსი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 32 103 ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე