გიგი უგულავას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

საქართველო, თბილისი - 10:00 | 16.10.2015
ნანახია: 2049

გიგი უგულავას დაცვის მხარე დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისის ყოფილი მერი „თბილსერვისის“ საქმეზე დამნაშავედ ცნეს.

რიყის ეპიზოდში კი სასამართლომ ის გაამართლა. საბოლოოდ „თბილსერვისის“ საქმეზე უგულავას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

პარალელურად, დღეს თბილისის ყოფილი მერის პროცესიც არის ჩანიშული. განიხილება „სითი პარკის” დოკუმენტის ფალსიფიკაციის საქმე. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე