სამგორის რაიონში 229 მისამართზე დაფინანსებული სამუშაო დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 17.08.2016
ნანახია: 1315

სამგორის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 229 მისამართზე სხვადასხვა სახის სამუშაო დასრულდა. პროექტის ღირებულება 2 046 073 ლარია. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა კორპუსის სახურავები, ლიფტები, კორპუსებში მოხდა სართულებს შორის ნაპრალების რეაბილიტაცია. ასევე, გამოიცვალა სახურავის წყალსაწრეტი მილები, განხორციელდა სადარბაზოების შიდა რემონტი, დამონტაჟდა სადარბაზოს კარები, მოეწყო სადარბაზოს სენსორული განათება, მოხდა სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის რემონტი და სადარბაზოების კიბის აღდგენა.

“სამგორის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 229 მისამართზე სხვადასხვა სახის სამუშაო დასრულდა. ამ ეტაპზე დაგეგმილია და ხელშეკრულება გაფორმებულია დამატებით 30 მისამართზე ანალოგიური სამუშაოების შესასრულებლად, რომლის ღირებულება 230 920 ლარია“, - განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე