ელისო ჩაფიძე: ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი

საქართველო, თბილისი - 19:57 | 15.10.2015
ნანახია: 2011

პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქართული მედიისა და რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მომზადებულ რეზოლუცია განიხილეს. 

რეზოლუციის პროექტი გოკა გაბაშვილმა გააცნო კოლეგებს.

„ნიკა გვარამია არ არის ჩემთვის თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლო. ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი, პროკურორი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საკმაოდ სერიოზული განცხადებებით გამოირჩეოდა, რომელიც იღებდა ფილმებს იმასთან დაკავშირებით სადაც იარაღის მუქარის ქვეშ ფეხმძიმე ჟურნალისტები ყავდა გართხმული სწორედ თქვენს ხელისფლებას და საუბრობდა იმაზე, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებენ. იყავით თუ არა თქვენ აღშფოთებული მაშინ და მიმართეთ თუ არა პარლამენტს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით?"- განაცხადა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე