ნიუ-იორკის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 15.08.2016
ნანახია: 1350

ნიუ-იორკის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ კენედის სახელობის აეროპორტიდან მოქალაქეები მას შემდეგ გაიყვანა, რაც ტერმინალში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.  ევაკუაციის დროს მგზავრები ორი ტერმინალიდან გაიყვანეს. გადაიდო ათობით ავიარეისი.

როგორც სააგენტო Associated Press იტყობინება, პოლიციამ იარაღი ან მასრები ვერ აღმოაჩინა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით საღამოს ათის ნახევარზე მოხდა. სროლის შესახებ სამართალდამცვლებს თვითმხილველმა შეატყობინა. პოლიციამ თავდაპირველად მერვე, შემდეგ კი პირველი ტერმინალიდან გაიყვანა მგზავრები.

აეროპორტი ორი საათის განმავლობაში რეისებს ვერ იღებდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე