გიგლა აგულაშვილმა ეკობანაკის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 13.08.2016
ნანახია: 1267

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ეკობანაკის მონაწილეებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უმასპინძლა.

ბანაკის მონაწილეებს ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. ეკობანაკის მონაწილეებმა ერთი დღე ქვაბისხევის ხეობაში რეინჯერებთან ერთად გაატარეს, სადაც კარვის აწყობაში, ფოტო-ხაფანგებისა და მწერსაჭერი ფერომონების დამონტაჟებაში ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

ეკობანაკი არასამთავრობო ორგანიზაციების „მოქალაქე“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვას“ ორგანიზებით, ცემში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას სამოქალაქო ოლიმპიადის, გადაცემა „ეკოვიზიის“ ვიქტორინის გამარჯვებულები და ეკოხედვის გარემოსდაცვითი პროექტის მონაწილეები იღებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე