თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 12.08.2016
ნანახია: 1452

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალურ რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს. საგზაო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაიკეტება მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე.

მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე