ანა დოლიძე კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“-ს ფარგლებში ქობულეთში საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველო, თბილისი - 14:52 | 12.08.2016
ნანახია: 1438

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“-ს ფარგლებში ქობულეთში საზაფხულო სკოლას ეწვია. ანა დოლიძემ ახალგაზრდებს დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ლექცია წაუკითხა და არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელბაზე ესაუბრა. კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.‪#‎შენიხმაჩვენიმომავალია ‪#‎აირჩიეარჩევნები




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე